ვის ხელშია ქართული კინო?


ავტორი: ლიკა ჯალაღონია

ახლახანს გაირკვა, რომ კინოცენტრმა 200 000 ლარი ისეთ რეჟისორს გამოუყო, რომელსაც სადიპლომო ნამუშევარში ინცესტი დადებითად აქვს წარმოჩენილი. ახალ ამბავზე რეაქციამ ცხადჰყო, რომ ქართულ საზოგადოებას, რომელიც საკუთარი ოფლით მოპოვებულ კაპიკებს დღედაღამ ითვლის, წარმოდგენა არ აქვს თუ ვინ ფინანსდება მისი შრომის პროდუქტით.

დარწმუნებული ვარ, ჩვენმა საზოგადოებამ არც ის იცის, რომ ბიუჯეტის დიდი ნაწილი ქართველი ხალხის განუვითარებელ არსებებად მონათვლაში იხარჯება, რასაც ლიბერალები „კრიტიკას“ უწოდებენ. ამის აშკარა გამოვლინებაა ისეთი გამომწვევი სიუჟეტების მოფიქრება, რაც ქართული საზოგადოების ღირებულებებს ეწინააღმდეგება და ამ დაპირისპირებაში საქართველოს სახავს ბნელეთის კარიბჭედ, რომლის გამნათებელიც ან ფერადთმიანი ტატუებიანი გოგოშკაა, ან კიდევ - საბჭოთა პერესტროიკის ემანსიპირებული ინტელექტუალი. სხვა შემთხვევაში, ფილმის სცენარებს „პრადვინუტი“ რეჟისორები სიღარიბის რომანტიკაზე აგებენ, რათა კიდევ უფრო ემპათიურები გამოჩდნენ დასავლელი მაყურებლის წინაშე. არ მოგესმათ: სწორედ რომ დასავლელი მაყურებლისთვის იქმნება ქართული კინო, რომელიც ლიბერალური ცენზურის გავლის შემდეგ უბრუნდება „ქართველ მაყურებელს“ (ქართველი ბრჭყალებში იმიტომაა, რომ მასში მოიაზრება საქართველოს კულტურული ელიტა და მათი სამომავლოდ ჩამნაცვლებელი კარგად იდიოლოგიზირებული „მიშას თაობა“).

არ დაგვავიწყდეს, რომ დღეს კინოს საქართველოში საშუალო კლასი ქმნის და ეს უკანასკნელი უკვე განსაზღვრულია ლიბერალური ელიტის წინაშე გარკვეული პასუხისმგებლობებით. კერძოდ, ისინი, დიდი ხანია, ემანსიპირებულები არიან სისტემაში, რომელიც მოჯადოებულ წრეშია დატყვევებული. ისინიც კი, ვინც კინოში მემარცხენე სენტიმენტებით პოზიციონირებენ, სხვას არაფერს შვრებიან, გარდა უხილავი ცენზურის მოთხოვნების გამეორებისა, ვინაიდან გემოვნების (იდეოლოგიის) ფორმირება შესაბამის ველზე ადრეული ასაკიდანვე იწყება, განსაკუთრებით - „ნასწავლ წრეებში“.

უკვე ვიცით, თუ ვინ ქმნის კინოს. ახლა საჭიროა, გავიგოთ, ვინ ზის კინოცენტრის ჟიურიში ისეთი, ვინც „ქართული კულტურის განვითარებაში წვლილის შეტანად“ 200 000 ლარით აფინანსებს რეჟისორს, რომელმაც თავის ფილმში ინცესტი დადებითად წარმოაჩინა. პირველი ჯგუფია მხცოვანი საბჭოთა ლიბერალური ინტელიგენცია, რომელსაც გამქრალი სახელმწიფოსგან ერგო ხალხის მხრიდან ავტორიტეტი და დღესაც აქტიურად აგრძელებს „ბაზარზე მორგებას“; მეორე ჯგუფში შედიან შედარებით ახალგაზრდანი, კერძოდ, უცხოეთებში ნათრევ-ნავალნი, რომლებიც მკაცრად იდეოლოგიზირებულ გარემოში გადიოდნენ ტრენინგებს „თავისუფალი კინოს შესახებ“. ერთნიც და მეორენიც იდეურ თანხვედრაში არიან. ისინი არ განარჩევენ ფილმებს მათი საზოგადოების წინაშე სარგებლიანობა-არსარგებლიანობის მიხედვით; მეტიც: ამაზე საუბარი სირცხვილია; მთავარი ფორმაა! შინაარსისგან დაცლილი ფორმა. დასავლური კინოსგან ნასესხები სოცრეალიზმის დუნე, აუჩქარებელი ტემპით მოთხრობილი ამბები, ძირითადად, ან კიჩია, ან გაყალბებული რეალობა ჩვენს აპათიურობაზე, ანდაც უტრირებული სისაწყლე ქართული საზოგადოებისა.

როგორც კი მსგავს გამოუსადეგარ, გაუგებარ ენაზე მონათხრობ ფილმებზე კინოცენტრის დაფინანსებას მიიღებენ, ქართველი „კინოშნიკები“ იწყებენ ერთმანეთის ჩეჩვას ფულზე, ან უფრო მეტი დაფინანსების მოპოვების გზებს ეძებენ ევროპებში (აქ ხომ მათი არ ესმით?!). საფრანგეთი, გერმანია, იტალია მზადაა, რომ „გაჭირვებულ“ კინორეჟისორებს, რომლებსაც „ქართული ავტორიტარული რეჟიმი ჩაგრავს“, დაეხმაროს და თან ამ „კეთილშობილური აქტით“ მონაწილეობა მიიღოს ჩვენი ქვეყნის განათ(ლ)ების საქმეში; ოღონდ, თავისი პირობებით. თუ დასავლეთისთვის კონკრეტული თემა რელევანტური არ არის, მაშინ იგი ფილმს დაფინანსებას არ მისცემს. შეესაბამისად, ფილმი უნდა ერგებოდეს ბებერი ევროპის საგარეო ინტერესებს (ეს არ არის ცენზურა, ცენზურა მხოლოდ წულუკიანის არსებობს). სწორედ რომ ლიბერალური იდეოლოგიის ძალით ჩვენი ოპორტუნისტი ხელოვანები უმალ იქცევიან „ბებერი ევროპის ტრაკის მწმენდავებად“. როგორი ტრაგიკულია, რომ გვყავს დიასპორა, რომელიც არა მეტაფორულად, არამედ მართლაც რომ აღნიშნულ საქმეზე გაედინება უცხო მიწაზე. მათგან გამოგზავნილ ფულზე კი, მოცლილი რეჟისორ-„კინოშნიკები“ ამ ნაჩაგრ, ჩვილებმიტოვებულ ხალხს ბნელებად ნათლავს - აბა, ქალი რომ ქალს კოცნის ეგ რატომ არ მოგწონსო?!

არიან რეჟისორები, რომლებიც ფილმებს პერიფერიულ თემებსა თუ სოციალურ სიდუხჭირეზე იღებენ და ამით ვითომ კრიტიკულები არიან, მაგრამ მათ არ ესმით ის, რომ ქართული კინოსა და კულტურის კრიტიკა ვერასდროს იქნება სარგებლიანი, თუ ის არ გასცდა ვიწრო წრეს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ კრიტიკა, არამედ გამოსავალი!

ქართული კინოწარმოების ციკლი შემდეგნაირად გამოიყურება:

ვაი-ვიში რეჟისორები იღებენ ფილმებს, აგზავნიან ჯერ უცხოურ ფესტივალებზე, რომელსაც აუცილებლად აქედან მიჰყვება დატრენინგებული ქართველი კინოკრიტიკოსი. ეს უკანასკნელი წერს რეცენზიას, რათა „ქართველ მაყურებელში“ უკვე წინასწარი განწყობა შექმნას. ეს განწყობა „ფეისბუქით“ მალევე ედება მათივე „ბაბლს“. შემდეგში ეს ფილმები დადიან ფესტივალებზე ისე, რომ ხალხს არასდროს ეღირსება მათი ხილვა ეკრანებზე. ზოგჯერ „კეთილი რეჟისორები“ საკუთარ ფილმებს კი ასაჯაროვებენ, მაგრამ რად გინდა: რომც ნახო, ან დაგეძინება, ან ვერ გაიგებ.

აი, ამ მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს ქართული კინო და, თურმე, ჩვენი ბრალია, რომ ამ უშინაარსო ნაგვისა არაფერი გვესმის/გაგვეგება. სამაგიეროდ, ვხარხარებთ საბჭოთა კინოზე.

ვახსენოთ ისიც, რომ კინოცენტრის დაფინანსებულ კინოს ქართულ ფესტივალზე ჩამოსვლისას ჟიურიში ისევ და ისევ უცხოელები უხვდებიან. ეს ჩანაცვლება კინოცენტრში გაგა ჩხეიძის დირექტორობისას მოხდა. მიზეზად ქართველების არაკოპეტენტურობა დასახელდა. რამდენი პრიზიც გინდათ, მაგდენი მიეცით გაგა ჩხაიძეს. სინამდვილეში, მისი ჯილდოები ქართული ეროვნული კინოს მოშლისა და მისი დასავლურით ჩანაცვლების გამო გაიცა.

ბოლო პერიოდში კინოცენტრში რეორგანიზაცია დაიწყო. ჩვენს მოცემულობაში ამ რეფორმების წინააღმდეგ აჯანყება ნიშნავს ქართველი ხალხის წინაშე აჯანყებას. თქვენ რომ რამეში გამოსადეგი ყოფილიყავით, ყველაზე მივარდნილ სოფელშიც ეცოდინებოდათ თქვენი სახელები და გვარები, თქვე პარაზიტებო!

შეიძლება, თეა წულუკიანის რეფორმები ნაცების წმენდით იყო განპირობებული და არა ეროვნული იდენტობის ფორმირებით, თუმცა, დღეს ნაცების წმენდა ქართველი ხალხის დაცვაა. ამიტომ სრული მხარდაჭერა მას.

16.06.2023